რატომ უნდა ითანამშრომლოთ დეიზისთან?
დღევანდელ დროში, ძალიან შემცირდა იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ცხოვრობდნენ, ცდილობდნენ განვითარებას შემდეგი მორალით:
- კარგ პროდუქტს რეკლამა არ სჭირდება!
შეიძლება ეს კომპანიები მოგებაზე რეკლამის გარეშე გადიოდნენ, თუმცა ის მოგება, რომელიც რეკლამის დახმარებით შეეძლოთ მიეღოთ და ამაზე თავისივე ნებით თქვეს უარი - უკვე დანაკარგია.
მსგავსი კომპანიები დამარცხდნენ კონკურენტული ბრძოლისას, ზოგმა კიდევ - ალღო აუღო ბაზრის ტენდენციებს და დღეს წარმატებული ადგილი უჭირავთ შესაბამის ინდუსტრიებში...
მარკეტინგული კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა, არხი, მეთოდი - ბოლოს სარეკლამო კომპანიამდე მიდის, სადაც „პროდაქშენის“ ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი ხდება:
- სატელევიზიო რეკლამას გეგგმავ? - აუცილებლად დაგჭირდება რგოლი
- გარე ბანერი გინდა გააკეთო? - ვიღაცამ სტიკერი უნდა დაგიბეჭდოს და გაგიკრას, ვიზუალიც სწორად უნდა მოარგოს შენს ბიზნესს
- ახალ ობიექტს ხსნი? - ხალხმა უნდა შეგამჩნიოს, ამისთვის განათებული მოცულობითი ასოები დაგჭირდებათ შესასვლელის თავზე
- ბევრი მანქანა გყავთ? დაბრენდეთ და გექნებათ მოსიარულე რეკლამა მთელ ქალაქში
- ბრენდის ხაზგასმაც მნიშვნელოვანია, დაბრენდილი კორპორატიული ატრიბუტიკით, სავიზიტო ბარათიც დაგჭირდებათ...
და მრავალი სხვა.
ჩვენ ძალიან მოკლედ გეტყვით, რატომ უნდა აირჩიოთ დეიზი:
- მრავალწლიანი გამოცდილება - ხარისხის გარანტორია
- ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი - ბაზარზე კომპანიის უპირატესობას ადასტურებს
- ფასები - მარტივად შეგიძლიათ შეადაროთ და დარწმუნდეთ
- პროდუქციის/სერვისის მრავალფეროვნება - თქვენ არ მოგიწევთ სხვადასხვა საკითხზე, სხვადასხვა სარეკლამო კომპანიაში ირბინოთ და დრო დახარჯოთ, დეიზიში ყველაფერია!
ბევრი რომ აღარ განვაგრძოთ, მოსვლა, შეკვეთა და ურთიერთობის დაწყება ნამდვილად ღირს.
მინიმუმ, ცდას წინ არაფერი უდგას!..