ავტომობილების ბრენდირება

 

ავტომობილის ბრენდირება შეიძლება შემდეგი მასალებით: სტიკერი, ორაკალი, ბადე-სტიკერი, შუქ-ამრეკლი არაკალით.

ბევრს სმენია ბრენდირების შესახებ, თუმცა ჩვენ გარდა ამისა, შევეცდებით მის ეფექტიანობაშიც დაგარწმუნოთ.

მოსიარულე ტიპის რეკლამირება ჩვენს დროში ერთ-ერთი მოთხოვნადი და ეფექტიანი რეკლამაა. თუ კომპანიას ჰყავს თუნდაც რამდენიმე ავტომანქანა, სამარშუტო ტაქსი ან სხვა ტრანსპორტი, რომელიც ქალაქის მასშტაბით მოძრაობს - რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის, როგორც სარეკლამო საშუალება?

მით უმეტეს, როცა თქვენი მოსიარულე რეკლამა, იმოძრავებს მთელი ქალაქის მასშტაბით და სხვადასხვა დროს, სრულიად განსხვავებულ სეგმენტებს აითვისებს

ავტომანქანების ბრენდირება შესაძლებელია გამოგადგეთ:

  • მაღაზიათა ქსელებისა და დისტრიბუციისათვის;

  • სატრანსპორტო კომპანიებისთვის, თქვენივე, თუ სხვა კომპანიების რეკლამის გასაყიდად

  • კომპანიის საკუთრებაში არსებული თუნდაც რამდენიმე მანქანის ბრენდირებისთვის

ავტომანქანის წინა და უკანა ნაწილის ბრენდირების დროს თქვენ მოახდენთ მძღოლების სეგმენტის ათვისებას, გვერდების ბრენდირების დროს - ტროტუარზე მოსიარულე ადამიანების, ხოლო მანქანაში - შიდა ნაწილში განთავსებული სტიკერებით - მგზავრების ყურადღებას მიიპყრობთ.

პორტფოლიო

დაგვიკავშირდით

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დროულად ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს!

  • მისამართისაქართველო, თბილისი. კოსმონავტების ქ. 49
  • მობილური ტელეფონის ნომერი +995 599 40 30 90
  • ელ.ფოსტაinfo@daisy.ge
CREATED BY - LEMONS