ფართოფორმატიანი სტიკერი
წარმოადგენს ბრენდირებულ, თვითწებად ფირს, რომელიც გამოიყენება თანამედროვე კონსტრუქცის მქონე მაღაზიის ვიტრინებისა და ოფისების შუშების გასაფორმებლად.
აგრეთვე მას გამოიყენებენ გარე რეკლამის სამუშაოების შესრულების დროს, კერძოდ პოსტერების, მოცულობითი ასოების ან ლაითბოქსების დამზადებისას, ნაბეჭდი სტიკერი შესაძლებელია გადაეკრას მყარ ზედაპირზე.
გარდა ამისა, მას გამოიყენებენ მანქანის შუშების ბრენდირებისათვის, რადგან იდეალურად ეკვრება შუშის ზედაპირზე და გააჩნია წყალგამძლე თვისებები.
სტიკერის ბეჭდვის გარდა მნიშვნელოვანია მისი სწორად გადაკვრა შუშის ზედაპირზე (არ უნდა დარჩეს ჰაერის ბუშტები). ამ საქმის ხარისხიანად შესრულებას კი გაწაფული ხელი სჭირდება, შესაბამისად რეკომენდირებულია ეს ჩვენი დეიზის თანამშრომლებმა გააკეთონ, თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ სტიკერის ბეჭდვის მომსახურების განხორციელება.