ქსოვილზე ბეჭდვა ერთ-ერთი მოთხოვნადი და ფართოდ გამოყენებადი სარეკლამო საშუალებაა. ქსოვილი მოიცავს სხვადასხვა სახის ტექსტილის ნაწარმს - მაისურებს, პერანგებს, ჟილეტებს, კეპებს, ხელსახოცებს, წინსაფრებს, ჩანთებს, ქოლგებს და ა.შ რომლებზეც თავისუფლად შესაძლებელია კომპანიის ლოგოს გადატანა ან თუნდაც ინფორმაციის განთავსება
ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია დავიტანოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ნახატი, ლოგო, ფოტო, ა.შ. და ასევე, მოვახდინოთ ამ ყველაფრის ქარგვა.
არჩევანი თქვენზეა და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნისთვის გესაჭიროებათ, ჩვენი დიზაინერები პროფესიონალურ დახმარებას გაგიწევენ ვიზუალური კუთხითაც.