სავიზიტო (ან როგორც მას უწოდებენ საქმიანი) ბარათი თანამედროვე საქმიანი ურთიერთობების განუყოფელი ატრიბუტია.
ძნელი წარმოსადგენია სერიოზული კომპანია ან მისი თანამშრომლები სავიზიტო ბარათის გარეშე. სწორედ ამ ბარათების გაცვლით იწყება საქმიანი ნაცნობობა და ეყრება საფუძველი პარტნიორულ ურთიერთობებს.
სავიზიტო ბარათებს საინფორმაციო და სარეკლამო მიზანი აქვს.
მასზე ჩვეულებრივ გამოსახულია თქვენი ორგანიზაციის ლოგოტიპი და სახელწოდება, თქვენი გვარი, სახელი, თანამდებობა, ტელეფონი, საფოსტო და ელექტრონული მისამართები.
სავიზიტო ბარათი ხშირად ასახავს პიროვნებას და შეუძლია მოგვითხროს ბევრი რამ მფლობელის სოციალური მდგომარეობის და პროფესიის შესახებ. თუ საქმიანი შეხვედრისას დიდ ყურადღებას უთმობთ გარეგნულ იერსახეს, მაშინ გახსოვდეთ, რომ არანაკლები ყურადღება უნდა დაუთმოთ სავიზიტო ბარათს და მის გაფორმებას.