დიდი ფორმატის მქონე ნაბეჭდი პროდუქტი, რომელიც შექმნილია კედელზე დასამაგრებლად.
როგორც წესი, პოსტერები შეიცავს როგორც ტექსტურ, ასევე გრაფიკულ ელემენტებს.
პოსტერებს მრავალი დანიშნულება აქვთ.
მათ უფრო ხშირად იყენებენ სარეკლამო (წვეულებების, მუსიკალური მოვლენებისა თუ ფილმების წარსადგენ), პროპაგანდისტულ და გადატანითი მნიშვნელობის ინფორმაციის გასავრცელებლად.
პოსტერებს ხშირად იყენებენ მხატვრობის ცნობილი ნიმუშების რეპროდუქციისათვის.
დიდი ფორმატი ხელს უწყობს პოსტერზე შეზღუდვების გარეშე სრულფასოვანი ინფორმაციის განთავსებას.