დღესდღეობით სტიკერი წარმოადგენს სარეკლამო მასალის გავრცელების ერთ–ერთ ახალ სახეობას, რომელმაც შესანიშნავად გაართვა თავი თავის დანიშნულებას.
წარმატებას სტიკერი უპირველეს ყოვლისა უნდა უმადლოდეს დიდ ინფორმატიულობას (მცირე ზომების მიუხედავად) და გარეგანი რეკლამის სახით მისი გამოყენების ეფექტურობას.
დღეს სტიკერებს უწოდებენ სხვადასხვაგვარ ეტიკეტებს – დაწყებული დეკორატიული აპლიკაციიდან, დამთავრებული ინვენტარიზაციის ეტიკეტებით.
მაგრამ დასაწყისში სტიკერი სწორედ რეკლამის ინსტრუმენტს წარმოადგენდა.
სარეკლამო სტიკერი წარმოადგენს შედარებით მცირე ზომის თვითწებად ქაღალდზე ნაბეჭდ ბროდუქციას, რომელიც გვხვდება ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვესტიბიულში და ა.შ. სტიკერი-ეტიკეტის მთავარი მიზანი მომხმარებლის ყურადღების მიქცევაა.
როგორც წესი, სტიკერი მზადდება ღია კონტრასტული ფერების გამოყენებით, რომლებიც იქცევენ ადამიანის ყურადღებას. თვითწებადი თვისების გამო შესაძლებელია მათი ადვილად დამაგრება თითქმის ნებისმიერი სიმყარის მქონე ზედაპირზე.
ჩვენ გთავაზობთ როგორც ქაღალდის, ასევე მაღალი ხარისხის სტიკერებს, თქვენთვის სასურველი ფორმითა და დიზაინით