კატალოგი ძირითად შემთხვევებში არის ერთჯერადი გამოცემის პროდუქტი (ჟურნალისა და გაზეთისგან განსხვავებით, რომლებიც პერიოდულთა კატეგორიას მიეკუთვნება), რომელიც როგორც წესი საუკეთესოდ წარმოაჩენს კომპანიის პროდუქციის/მომსახურების სრული ხაზს (ასოორტიმენტს).
გარდა ამისა ხშირად იყენებენ კატალოგების ბეჭდვას ხელოვნებასა და მოდის ინდუსტრიაში.
კატალოგის სტრუქტურაში ილუსტრირებული და ფოტო მასალების რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს ტექსტური მასალების რიცხვს, შესაბამისად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბეჭდვის ხარიხს და ქაღალდის ფაქტურას.
როგორც წესი კატალოგების ბეჭდვისას გამოიყენება ე.წ. ცარცის ქაღალდი.
კატალოგის სტანდარტული ზომებია:
A3 - ( 42x30 სმ )
A4 - ( 21x29.7 სმ )
A5 - ( 14.8x21 სმ )
A6 - (10.5x14.8 სმ )